ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სტრატეგიის ანალიზის ოფისში ხვდება.
ზიგიმანტას პავილიონისის და მესამე სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისია.
შეხვედრას ესწრებიან საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი პავილიონისი, ლიეტუვის ელჩი საქართველოში და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. განხილვის თემა მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია. მხარეები პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გზებზე ისაუბრებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების აზრით, მთავარია ამ შეხვედრამ შედეგი გამოიღოს და ეს შედეგი ეროვნული თანხმობაა.
შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებამდე ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერებს შეხვდა.
ამავე თემაზე:
ან ევროკავშირს და ნატოს უერთდები, ან კვდები, ამიტომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს - პავილიონისი
თქვენ თავად ჩხუბობთ ერთმანეთში და ეს საუკეთესო საჩუქარია, რომელსაც პუტინს აძლევთ -პავილიონისი