
შთამბეჭდავი - ასე აფასებს "ოცნების" დეპუტატი თამარ ტალიაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იყო შთამბეჭდავი და მე ვიტყოდი, რომ მან ისტორიულ რაკურსში ძალიან სწორად შეაფასა საქართველოს განვითარების და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესები. მისი გზავნილები იყო ძალიან მკაფიო. არანაირ კითხვებს არ ბადებს გზავნილები, რომელიც იქნა გაჟღერებული" ამბობს ტალიაშვილი.
შეგახსენებთ, კანდიდატმა ღარიბაშვილმა კონსტიტუციის დღეზე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძირითადად წინა ხელისუფლება ლანძღა და ტრადიციულად, მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს.