მზად ვართ გადავდოთ დაანონსებული აქცია - ოპოზიციის შეთავაზება ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ ერთ შანსს აძლევს და მზადყოფნას გამოთქვამს, გადადოს დაანონსებული აქცია - მზად ვართ მოლაპარაკებების პარალელურად კვლავ მივცეთ ვადა კომპრომისის ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია იმისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგდასთან - განაცხადა ხატია დეკანოიძემ ერთობლივ ბრიფინგზე.

სრულიად ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს სთავაზობს და მოუწოდებს დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

ერთობლივი განცხადება ლიეტუველ დეპუტატთან, ჟიგიმუნდას პავილიონისთან ერთად გაკეთდა.

ოპოზიციური ლიდერები ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბოლომდე უნდა შეასრულოს 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და დაიწყოს ცესკოს რეფორმირება.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში, 15 თებერვლის შეხვედრაზე, 2 აქცია დააანონსა - 25 თებერვალს თბილისსა და ბათუმში, ხოლო მეორე- 31 მარტს

არ გქონდეთ იმედი რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნით ნატოსა და ევროკავშირში შეხვალთ -  ჟიგიმანტას პავილიონისი
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი