
"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციას მიმართა. მან თქვა, მათი პოზიციები ერთმანეთს შეიძლება ვერასდროს დაუახლოვდეს და ღმერთმა დაიფაროს ასე მხოდეს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება ყველას დაეხარებოდა დახვეწაში.
"ის რაც ხდება დღევანდელ პარლამენტში, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ოპოზიცია, ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის საქართველოს პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე მინდა მათ მივმართო, ვიცი, რომ არ შეიძლება არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსესუსისთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია, ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დამიფაროს დაუახლოვდეს მათ პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებასა და მისი კაბინეტის წევრებს პარლამენტი კენჭს დღეს, 22 თებერვლას უყრის.
ამავე თემაზე: