"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, ზეგ ახალ კაბინეტთან ერთად პირველ საკოორდინაციო საბჭოს სხდომას გამართავს და შეზღუდვების შემსუბუქებაზე განცხადებას გააკეთებენ.
"ამ კვირაში, სავარუადიდ, ზეგ გავმართავთ პირველ საკოორდინაციო საბჭოს სხდომას და ამ შემსუბუქებებს გამოვაცხადებთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დეპუტატმა, ქეთი დუმბაძემ, ირაკლი ღარიბაშვილის სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების პრობლემები გააცნო და ჰკითხა, როდის აღდგებოდა თეატრების, მუზეუმების მუშაობა.