"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქმე ამ შემთხვევაშიც ღალატთან ჰქონდათ, რადგან მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მიიღო.
ღარიბაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი ახლო მეგობარი, სტრატეგული პარტნიორი ქვეყანაა, რომელსაც "ბრძენი მმართველი" ალიევი მართავს, ვისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
"ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, ალბათ აზერბაიჯანში შედგება, იმის მიხედვით, როგორც კოვიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას. ჩვენ გვექნება დიალოგი ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან, მე მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი ეზარბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას, ჩვენ ეს არ გაგვიჭირდება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი "სიცრუის პოპაგანდას" უწოდებს იმას, რომ დავით გარეჯის საქმე მოგონილია და ჩვენი ტერიტორიის გასხვისება არის ქვეყნის ღალატი.
"ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ, თითო სანტიმეტრ მიწას, ჩვენ რა გვჭირს, რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ ჩვენს მიწებს, ვანიავებთ და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშაავებს, ასე არ შეიძლება გაგრძელება მეგობრებო", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებასა და მისი კაბინეტის წევრებს პარლამენტი კენჭს დღეს, 22 თებერვლას უყრის.