
"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ბერაიას განცხადებით, ნიკა მელიას საქმე პოლიტიზირებული არაა და მის დაკავებაზე ჟურნალისტებმა კითხვები პოლიტიკოსებს არ უნდა დაუსვან.
"მე რატომ მეკითხებით ამას, მე სამართალდამცავი ვარ?! არ არის ეს პროცესი პოლიტიზირებული და შესაბამისად პოლიტიკოსებს ნიკა მელიას დაკავების შესახებ არ უნდა კითხოთ. ნიკა მელიას დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გააკეთა შესაბამისი განცხადება", - თქვა ირაკლი ბერაიამ.
შეგახსენებთ, რომ 6 დღეა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი აცხადებენ, რომ პოლიციას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ნიკა მელიას დაკავების აღსრულება გადადო და ამის მიზეზად პრემიერობიდან, გიორგი გახარიას გადადგომა დაასახელა. ნიკა მელიას მოსამართლე ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობად, 17 თებერვლის სასამართლო სხდომაზე შეუცვალა.