"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტების ჯარის, პოლიციის, სასამართლოს დეპოლიტიზირება მოახდინეს. მისი განცხადებით, სიცრუეა, რომ სასამართლო კლანის მიერ იმართება.
"დღეს გვსაყვედურობენ, რომ სასამართლო თურმე იმართება კლანის მიერ, რაც არის აბსოლუტურად სიცრუე. ჩვენ კარგად ვიცით, რა ვითარებაში იმართება სასამართლო სააკშვილის დროს, სამწუხაროდ, ასეთი, შენიშვნები და ასეთი განცხადებები, მე არ მომისმენია. მათ შორის არც ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, ჩვენ ვაფასებთ მათ რეკომენდაციებს, რჩევებს, ბუნებრივია, ამას ჩვენ გავითვალისწინებთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წლებია არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები საუბრობენ, რომ სასამართლო კლანის მიერ იმართება, რომ ის არაა დამოუკიდებელი.