სანამ ძალადობრივი გზით არ დაამხობენ ხელისუფლებას, მანამდე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს - ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ინტერესი ხელისუფლების ძალადობრივი გზით "დამხობაა" და არა სამართლიანი და რიგგარეშე არჩევნები. მისივე თქმით,  არჩევნების გაყალბება ოპოზიციის გამოგონილია.

"ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბატონი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, მან ჩვენს ოპოზიციას წარუდგინა კონკრეტული გეგმა, ხედვა, შევთავაზეთ გამოსავალი ამ ჩიხურ სიტუაციაში. შევთავაზეთ ინიციატივა, რომ შექმნილიყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც, რომელიც გამოიძიებდა მათი გადმოცემით, "მათ მოგონილ" გაყალბების ფაქტებს, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობდა და თუ რამე არსებობს, ვთხოვთ, რომ წარმოადგინონ.

მათი ლოგიკა არის შემდეგი, რომ სანამ ისინი ძალადობრივი გზით არ დაამხობენ ხელისუფლებას, მანამდე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. მათ კარგად იციან, რომ არჩევნების გზით გამორიცხულია მათი ხელისუფებაში დაბრუნება.  არათუ დაბრუნება მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მათი პოლიტიკაში დარჩენაც გახდება ძალიან რთული და შეუძლებელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი