ზუსტად ვიცი, ჩემი შვილი იამაყებს საკუთარი მამით, ჩვენი შვილები იამაყებენ - მელია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძროაბის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მისი შვილი და ოფისში შეკრებილი მხარდამჭერების შვილები იამაყებენ იმით, რაც ხდება.

"ისე ვხვდებით, როგორც შეეფერება მართალ ხალხს, ვხვდებით სიამაყით, მხოლოდ ვძლიერდებით. ამ ადამიანებმა სულიც რომ ამომხადოს და გულიც, ერთი მაქვს და არ ვიცი, პატივია. მართლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილი იამაყებს საკუთარი მამით, ჩვენი შვილები იამაყებენ, ეს ვიცი. დასავლელი პარტნიორების რეაქცია რა იქნება, დავინახავთ ყველა ერთად, მე ხომ ვერ ვიწინასწარმეტყველებ, უმძიმესი იქნება, რათ უნდა ამას ლაპარაკი", - თქვა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ენმ-ს ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ადგილზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი გარეთ გაიყვანეს, პოლიცია ნიკა მელიას დაკავებას ცდილობს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი