პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა - ჰარცელი

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ეხმაურება და წერს, რომ ყველა მხარემ უნდა გამოიძინოს პასუხისმგებლობა. 

"ესკალაციის ლოგიკა უპირატესობას იძენს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და იმოქმედოს ქვეყნისა და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. არ უნდა მივატოვოთ ძალისხმება საერთო ენის გამონახვის შესახებ", - დაწერა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი