მოვუწოდებთ მთავრობას და ოპოზიციას დაუბრუნდნენ პოლიტიკურ დიალოგს - ესტონეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ესტონეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციური პარტიის ოფისზე შტურმით. ესტონეთი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას მოუწოდებს, რომ დიალოგს დაუბრუნდნენ.

"ესტონეთი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციურ პარტიაზე ძალადობრივი შტურმით და პოლიტიკური ესკალაციით. მოვუწოდებთ მთავრობასა და ოპოზიციას, რომ გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ დიალოგს. მნიშვნელოვანია, რომ მომავლისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღონ",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი