მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებებს - არასამთავრობოები

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავოს სისხლისღვრისა და ძალადობრივი დარბევებისგან. საერთაშორრისო თანამეგობრობას კი მიმართავენ თხოვნით, რომ მალე ჩაერთონ მოლაპარაკებს პროცესში და სცადონ დამძიმებული სიტუაციის განმუხტვა.

"რადგანაც დღის მანძილზე სიტუაცია განმუხტვის ნაცვლად მძიმდება, გვინდა, პირველ რიგში, მოვუწოდოთ ხელისუფლებას თავი შეიკავოს სისხლისღვრისგან, ძალადობრივი დარბევებისგან და გააკეთოს ყვეალაფერი, რომ აღდგეს დიალოგი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცველებს, ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებებს, ნუ იზამთ ისე, რომ გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება იყოს დარღვეული. ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში და სცადონ, რომ ეს დამძიმებული სიტუაცია განიმუხტოს. რათა დავუბრუნდეთ დემოკრატიის იმ ჩანასახებს, რომელიც ბოლო წლებში იქმნებოდა ქვეყანაში", - განაცხადა "ღია საზოგადოების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხუციშვილმა.

მათივე თქმით, ეს იყო ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება რაც შეიძლებოდა ხელისუფლებას მიეღო სიტუაციის დეესკალაციისთვის. არასამათავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სამოქალაქო საზოგადობას უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი.

ცნობისთვის, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი