
ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.
"აბსოლუტურად იმედის გამაცრუებელი მოვლენები ვითარდება საქართველოში. ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება დემოკრატიული გზიდან უკუსვლის მიმართულებით აისბერგის წვერია. არსებულ სიაში ახალი პოლიტიკური პატიმრების დამატება ევროპისკენ განვითარების გზა არ არის", - წერს მარიკა გრეგოროვა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.