დასავლეთმა ეს ყველაფერი ყველაზე ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად უნდა შეაფასოს - აშშ-ს ყოფილი ელჩი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. 

დიპლომატი წერს, რომ დასავლეთმა ეს ყველაფერი ყველაზე ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად უნდა შეაფასოს.

"დასავლეთმა ეს ყველაფერი ყველაზე ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად უნდა შეაფასოს საქართველოში, 2019 წლის ივნისის აქციებზე დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების შემდეგ. სამოქალაქო საზოგადოებამ მხარი დაუჭირა დემოკრატიას. რა რეაქცია ექნება ახლა მას? ვარდების რევოლუციის მსგავსი კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი აჯანყება?" - დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ნიკა მელიას მხარდასაჭერად და მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი