თავს გრძნობს ყოჩაღად - ომბუდსმენი ნიკა მელიას შეხვდა

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ციხეში შეხვდა. 

როგორც ლომჯარია ამბობს, ნიკა მელია თავს გრძნობს მხნედ და  ერთადერთი მოთხოვნა აქვს - საკანში ჰქონდეს ტელევიზორი. ლომჯარიას თქმით, მელიას სამართალდამცავების მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს.

"მოვინახულე ნიკა მელია საკანში, მაინტერესებდა მისი მდგომარეობა ასევე გამოვკითხე მისი პირობები დაკავების მომენტიდან ამ დრომდე, როგორც მან მითხრა ჯერ იყო გადაყვანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთ განყოფილებაში და შემდეგ იქიდან წამოიყვანეს მეთორმეტე დაწესებულებაში. ის საუბრობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებას, ან შეურაცხყოფას ფიზიკურს ადგილი არ ჰქონია. ასევე ფიქრობს, რომ დამაკმაყოფილებელია ციხეში არსებული პირობები, ამ დროისთვის, და თავს გრძნობს მხნედ. ჰქონდა სურვილი, რომ ასევე საჯაროდ მეთქვა, რომ ის საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზეა. ერთადერთი მოთხოვნა, ამ წუთას აქვს ის, რომ საკანში არ არის ტელევიზორი. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, რომ ეს ლოჯისტიკური საკითხი დროულად მოგვარდება და მიეცემა საშუალება გაეცნოს მიმდინარე მოვლენებს",- თქვა ნინო ლომჯარიამ 

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ შერჩევითი მართმსაჯულების გამოხატულებაა, როდესაც არც ერთი პოლიციელის და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ ძალის გადამეტების გამო პასუხისმგებლობა არ დამდგარა და ამ ფონზე 20 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ დევნა ხორციელდება და მათ აპატიმრებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი