აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიური პრესის ბრიფინგი საქართველოზე საუბრითა და ნიკა მელიას საქმით დაიწყო - ქვეყნის ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ "ცენტრალური სადაზრვერვო სააგენტოს" (CIA) ყოფილმა წევრმა და დეპარტამენტის მოქმედმა წარმომადგენელმა, ნედ ფრაისმა, ისაუბრა.
"დღეს საქართველოთი ვიწყებთ. აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა წევრების დაპატიმრების გამო. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია და ძალადობა.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიის პრინციპების, თავისუფლებისა და კანონიერებისადმი, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფით. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ კანონის უზენაესობას და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას", - თქვა ფრაისმა.
აქვე იხილეთ უცხოელი პარტნიორების ბოლოდროინდელი განცხადებები: