შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. განცხადების ავტორები კომისიის ლიდერები: ალსი ჰასტინგსი, სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი არიან.
"როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფო, საქართველო ვალდებულებას იღებს დაიცვას დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის შტაბის შტურმი და მისი ლიდერის თვითნებული დაკავა არ შეესაბამება დემოკრატიულ პროგრესს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, მოხადინოს კრიზისის დეესკალაცია და კვლავ დათანხმდეს დიალოგს და არა აგრესიას", - წერია განცხადებაში.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება. ამავე თემაზე: