
Amnesty International-მა რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი "სინდისის პატიმრად" არ ცნო. გამოცემის თანახმად, ეს მოხდა იმის საფუძველზე, რომ მათ შეისწავლეს ალექსი ნავალნის გამონათქვამები, რომლებშიც იგი მხარს უჭერდა ძალადობასა და დისკრიმინაციას და სადაც გამოხატული იყო "სიძულვილის ენა". საერთაშორისო ორგანიზაციას კონკრეტული ფრაზები ნავალნის ძველი გამონათქვამებიდან არ მიუთითებია.
ამ ფაქტის მიუხედავად, Amnesty International-მა მოთხოვნა ძალაში დატოვა, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნავალნი, რადგან ის იდევნება პოლიტიკური მოტივებით.
შეგახსენებთ, რომ Amnesty International-მა ნავალნი ერთი თვის წინ ცნო „სინდისის პატიმრად“.
ასევე შეგახსენებთ, რომ დუმამ პირველი მოსმენით 10 თებერვალს მიიღო კანონპროექტი, რომელიც ნავალნის, მინიმუმ, ხუთლიან პატიმრობას უქადის.
ამავე თემაზე: