ნავალნი სინდისის პატიმარია - Amnesty International

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმარი გახდა მას შემდეგ, რაც ის მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს. ორგანიზაცია წერილობით განცხადებაში წერს, რომ რუსმა სამართალდამცავებმა დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლონ კრემლის კრიტიკოსი. 

"ნავალნის დაკავება მტკიცებულებაა, რომ რუს მაღალჩინოსნებს მისი გაჩუმება სურთ. მისი დაკავება კი მიუთითებს საჭიროებაზე, გამოიძიონ მისივე ბრალდება, რომ ის სახელმწიფო აგენტებმა მოწამლეს უმაღლესი ბრძანების შედეგად" - განაცხადა ორგანიზაციის მოსკოვის ბიუროს დირექტორმა. 

აქვე ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ყველა ის პირი, რომელიც ვნუკოვოს აეროპორტში ნავალნის ლოდინისას დაააკავეს, ასევე დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

"მათი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ სურდათ დახვედროდნენ ალექსეი ნავალნის ან გაეშუქებინათ მისი რუსეთში დაბრუნება". 

ორგანიზაცია მოუწოდებს რუს სამართლადაცავებს დაასრულონ დაშინების კამპანია და პოლიტიკური ნიშნით გასამართლება კრემლის კრიტიკოსების, მათ შორის ნავალნის თანამშრომლებისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ. 

შეგახსენებთ, რამდენიმეთვის შემდეგ, რუსი პოლიტიკოსი გერმანიიდან მოსკოვში დღეს დაბრუნდა. მისი თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, იქ სადაც მას მხარდამჭერები ელოდნენ და სადაც უამრავი პოლიციელი იყო მობილიზებული, აღმართული იყო ბარიკადები და აკავებდნენ მის მხარდამჭერებს, თუმცა თვითმფრინავმა გეზი რამდენჯერმე შეიცვალა და ბოლოს ის შერემეტიევოს აეროპოტში დაფრინდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი