უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორენები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი - 8 მარტიდან შეძლებენ.
"რესტორნები შიდა სივრცეებში, შაბათ-კვირის" გარდა, ფუნქციონირებას განაახლებენ ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მატიდან", - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამავე თემაზე:
მუზეუმები და ბიბლიოთეკები მუშაობას 1-ლი მარტიდან განაახლებენ
უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში 15 მარტიდან აღდგება