მწერლები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ და ამბობენ, ოცნების ხელისუფლება ნიკა მელიას დაკავებით ქვეყნის დასავლურ კურსს ღალატობს და ასეთი ვითარება საქართველოში მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.
"საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსი სამხედროების მიერ, დანარჩენი 80% უკვე აშკარაა, რომ ოკუპირებულია რუსი სამოქალაქოების მიერ და ამ სამოქალაქოების სახელია: ღარიბაშვილი, ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე და ა.შ", - ამბობს მწერალი პაატა შამუგია.
მწერლების თქმით, საქართველოში ავტორიტარიზმის აშკარა ნიშნებია.
"საქართველში შემოსვლა დღეს არ მოხდება ჯარით, მოხდება ერთი პარტიისთვის ქართული პოლიტიკური სივრცის გათავისუფლებით, დემოკრატიაზე უარის თქმით და ავტორიტარიზმით, რისი ნიშნებიც უკვე ცხადია", - ამბობს რატი ამაღლობელი.
მწერლების მსგავსად "ქართული ოცნების" რუსეთის ინტერესების სასიკეთოთ მოქმედებაზე საუბრობენ აკადემიური სივრცის წარმომადგენლებიც და ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
"ის სიხისტე, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილია, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ცხადჰყოფს, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, აქვს ხელისუფლებას, მას აქვს ეს ბერკეტები. ამიტომ, ადაკდემიური სფეროს წარმომადგენლები შევუერთდით ამ განცადებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, აუცილებლად გაანთავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და ხელი შეუწყოს ამ წვეყნის დასავლურ განვითარებას", - ამბობს კონსტიტუცონალისტი კოტე ჩოკორაია.
ამავე თემაზე: