
სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის "ისკანდერები" რომლებიც რუსეთისგან იყო შესყიდული, მთინი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების დროს ბრძოლისუუნარო აღმოჩნდა.
ასე უპასუხა ფაშინიანმა ქვეყნის ექსპრეზიდენტის სერჟ სარქსიანის შეკითხვას, რატომ არ გამოიყენე სომხეთმა "ისკანდერები" კონლიქტის პერიოდში.
შეგახსენებთ, რომ კონფლიქტის გამწვავება მთიან ყარაბაღში გასული წლის 27 სექტემებრს დაიწყო. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, კონლიქტის მონაწილე მხარეებმა, რუსეთის შუამავლობით, სამშვიდობო შეთანხმება დადეს.