"ქართული ოცნების" პრემიერმა დღეს თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნა, გარდა კომენდანტის საათისა.
ღარიბაშვილის ამ გადაწყვეტილებას პარლამენტთან აპროტესტებენ - გაუქმდეს კომენდანტის საათი როგორც პოლიტიკური რეპრესიისა და სახალხო პროტესტის ჩახშობის ინსტრუმენტი - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე ლელოს წევრები იმყოფებიან და გადაწყვეტილებას, კომენდანტის დატოვებასთან დაკავშრებით, აფასებენ, როგორც მხდალი გადაწყვეტილება
დღეს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ერთადერთ მიზანი ამ დრაკონული შეზღუდვებისა იყო პოლიტიკური იმისათვის, რომ საზოგადების პროტესტისთვის შეეშალათ ხელი და ამ ყველაფერს გადააყოლეს ეკონომიკა - ამბობს საბა ბუაძე
ვახტანგ სურგულაძის თქმით, ამირან გამყრელიძისა და "ქართული ოცნების" არგუმენტი, რომ კომენდანტის საათი ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას ეხმაურება, ტყუილია.