ხელისუფლებამ აქტიურ ფაზაში გადაიყვანა და დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმეს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა, ხოლო დაცვის მხარის მოთხოვნა - ირაკლი ღარიბაშვილის და ქართული ოცნების ლიდერების ცილისმწამებლური გამონათქვამები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ - საქმეს დართვოდა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მას მერე რაც ეს მანქანა ავართვით ტოიოტას ცენტრს შეიცვალა ბიუჯეტი, 65% იყო უკვე ჩვენს სასარგებლოდ იმედის 35%-ის წინააღმდეგ და ეს იყო ჩემი ამოცანა. მე ესე ვიბრძოდი და ესე ვიბრძვი ტელევიზიებისთვის და რა თქმა უნდა ამ მანქანის ფული შევიდოდა რ2-ში და ახლაც შევა თუ მანქანას პროკურატურა ოდესმე რ2-ს დაუბრუნებს - ამბობს ნიკა გვარამია
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას.
თავდაპირველად, პროცესი 2020 წლის 1 დეკემბერს ჩაინიშნა, თუმცა მეორე დღეს სასამართლომ, კოვიდპანდემიის მიზეზით, პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადადო, 2 თებერვალს კი ხელახლა ჩანიშნა. საქმის არსებითი განხილვა 11 თებერვალს ისევ დაიწყო და როგორც გრაფიკით ირკვევა, პროცესები ყოველი კვირის ოთხშაბათს გაიმართება.