უკრაინელი მეზღვაურები პატიმრობაში რჩებიან - სასამართლო ბათუმში

გამოქვეყნდა:

დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გასული წლის ბოლოს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების ბატურინის, ხომიჩის და დიაჩენკოს საქმეზე, პირველი არსებითი სხდომა გაიმართა.

დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მეზღავურები პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესს უკრაინის საელჩოს კონსულიც ესწრებოდა, რომელმაც  სასამათლო პროცესზე ორივე მხარის პოზიციები მოისმინა. კონსული ამბობს, რომ უკრაინელ მეზღვარებს დოკუმენტები ჩამორთმეული აქვთ და მათ თუ გირაოთი გამოუშვებენ მიმალვის  საფრთხე არ არსებობს.

"საქართველოში უკრაინის ელჩმა გამართა შეხვედრები იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელობასთან, ასევე, სასაზღვრო პოლიციასთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცველის აპარატთან. ამ შეხვედრებისას უკრაინულმა მხარემ მოითხოვა, ამ სისხლის სამართლის საქმის მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება და ასევე მოითხოვა, აღკვეთი ღონისძიების შეცვლა. ბატონ ხომიჩს და დიაჩენკოს საბუთები ჩამორთმეული აქვთ, ისინი საქართველოს ტერიტორიას ვერ დატოვებენ, ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდოთ", - განაცხადა, ანდრეი კასიანოვმა, უკრაინის საელჩოს კონსულმა. 

 შემდეგი სხდომა 11 მარტსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს დაკავებული სამი მოქალაქის აყვანა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

კატარღა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა იგი, საქართველოს ტერიტორიული წყლების გავლით, უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი