როგორია ნიკა მელიას გათავისუფლების გზები - ადვოკატი იურიდიულ კაზუსებზე 

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას ადვოკატი ამბობს, რომ ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი მექანიზმი გაათავისუფლოს ნიკა მელია. გიორგი კონდახაშვილმა იურიდიული დეტალებისა და კაზუსების შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

ადვოკატის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს მიმართვიდან 72 საათიანი ვადა აქვს გადაწყვეტილებისთვის, მიიღებს თუ არა სარჩელს. კონდახაშვილის ინფორმაციით, დღეს საღამოს, ანა არაუგვიანეს ხვალ, უკვე ეცოდინებათ პასუხი:

თუკი სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ არის შესაბამისობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ჩანაწერსა და კონსტიტუციას შორის, სადაც ფაქტობრივად ნიკა მელიას ეზღუდება უფლება რომ გაასაჩივროს ზედა ინსტანციაში გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ გვითხრა, რომ თუ გნებავთ განაჩენთა ერთად გაასაჩივრეთო, ამ შემთხვევაში თუკი წარდგინებით მიმართავს სააპელაციოს მოსამართლე საკონსტიტუციოს, ეს იწვევს შესაბამისად სისხლის სამართლებრივი დევნის შეჩერებას, როგორც კი მიმართვა მოხდება წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უკვე ავტომატურად ნიკა მელიას პატიმრობის შეჩერებას და შესაბამისად იგი უნდა გათავისუფლეს" ამბობს კონდახაშვილი.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს. როგორც ადვოკატი განმარტავს, თუ სარჩელს დასაშვებად ცნობენ, მოსამართლე სხდომას მოიწვევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი