ქალებმა მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაზე უჩივლეს, პროკურატურამ კი ისინი დაზარალებულად არ სცნო - PHR

გამოქვეყნდა:

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ( PHR) ავრცელებს ინფორმაციას, რომ რვა სპორტსმენი ქალი და ერთი ბავშვი, რომლებიც მწვრთნელ კაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, პროკურატურამ დაზარალებულად არ სცნო. ორგანიზაცია აპირებს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

თავის მხრივ, PHR-ის საჩივარი, რომლითაც მან გამოძიების დაწყება მოითხოვა, სპორტსმენი ქალების მონაყოლს ეფუძნებოდა, რომლებმაც ოფიციალურად მისცეს ჩვენება.

„სექსუალური შევიწროება და დანაშაული გამოიხატებოდა არასასურველ ფიზიკურ შეხებაში, სექსუალური შინაარსის კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ყურებაში.

მწვრთნელის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა სავარაუდო თაღლითობას, ვინაიდან იგი ფეხბურთელებს აბრუნებინებდა ხელფასის ნაწილს. კერძოდ, მათ ეუბნებოდა, რომ ხელფასიდან დაბრუნებული თანხა კლუბის შემდგომი ფუნქციონირებისათვის იყო საჭირო“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, სკანდალი მწვრთნელის მხრიდან ქალი-სპორტსმენების სექსუალურ შევიწროებაზე შარშან დაიწყო. მწვრთნელი ყველა ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ ზოგჯერ არასათანადო ლექსიკას იყენებდა საერთო საუბრის დროს, მისი მხრიდან სექსუალურ შევიწროება კი მხოლოდ ჭორებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი