ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკებებია. მისივე თქმით, თუ ქვეყანაში გაგრძელდება ოპოზიციური პარტიის ლიდერების დევნა და დაპატიმრება, მაშინ, საქართველოს სანქციები დაეკისრება.
"ერთი ამბავი მინდა გავიხსენო 2017 წელს ჩვენ წარვადგინეთ მაკრო ფინანსური პაკეტი მოლდოვისთვის, შემდეგ იმავე 2017 წელს ჩვენ დავინახეთ საქმეების ფაბრიკაცია და ოპოზიციის შევიწროების მცდელობები კიშინიოვში ბატონი პლახოტნიუკის მხრიდან, ამიტომ ჩვენ წარვადგინეთ დემოკრატიული კრიტერიუმის პირობები მიკრო ფინანსური დახმარებისთვის და მოლდოვას მსგავსი დახმარება არ გადაეცა მიუხედავად იმისა, რომ ეს დახმარება მათ სოციალური და ეკონომიკური კუთხით ძალიან სჭირდებოდათ. თუ საქართველოსაც სჭირდება მსგავსი სახის პირობის წაყენება ეს ძალიან სარისკოა, რადგან თუ სიტუაცია გაგრძელდა ასეთი გზით როგორითაც ახლა მიდის ჩვენ ამ სიტუაციას არ შევეგუებით", - თქვა პეტრას აუსტრევიჩიუსმა
ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხლიველი, დანიელ ჰამილტონი ამბობს, რომ აუცილებელია "ქართული ოცნება" მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, გაათავისუფლოს ნიკა მელია და ამით ქვეყანა დემოკრატიულ გზას დაადგეს.
ნორმალურია როდესაც მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოება არსებობს,მაგრამ პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ხდება ასეთი ხერხით. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ავტორიტარული რიტორიკა მძლავრობს, დემოკრატიის მხრივ უკუსვლაა - ეს არ შეიძლება არ აღელვებდეს საქართველოს ბევრ მეგობარს", - ამბობს დანიელ ჰამილტონი
საქართველოს ხელისუფლებისგან დასავლეთი ელოდება, რომ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს არ შეუშლის.