ასეთი ქმედებით მთავრობამ ფეხში გაისროლა - საერთაშორისო გამოხმაურებები არ წყდება

გამოქვეყნდა:

ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარი გარი შმიტი  საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით რუსეთი ძალიან ბედნიერია.

მისივე თქმით, თუ მთავრობა არ გაიზიარებს დასავლეთის მოწოდებებს და გააგრძელებს მათთან წინააღმდეგობას, ის კიდევ უფრო გააუარესებს ვითარებას. 

სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ლიდერის მელიას, დაკავება უკავშირდება 2019 წლის საქმეს, მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსმა დეპუტატმა დაიკავა. ეს რეალურად იყო საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. ერთია კანონის უზენაესობის დაცვა და მეორეა რამდენად სწორად ხდება მისი გამოყენება...

ასეთი ქმედებით რეალურად მთავრობამ ფეხში გაისროლა, რადგან ისინი იზოლაციაში იგდებენ საკუთარ თავს ევროპისგან და ამერიკისგან", - თქვა მან 

"ბევრი ჩვენგანი არის შეშფოთებული საართველოში მზარდი პოლარიზაცით და წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაკავებით. ეს ნაბიჯი უკვე ვითარებას უფრო მეტად ართულებს. ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯები გადადგას....", - ამბობს დეიმონ ვილსონი, "ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი

დოქტორი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში და მკვლევარი ანა ბორჩევსკაია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს პოლიტიკიდან მეორედ წასვლის მიუხედავად მაინც აკონტროლებს. მისივე თქმით, არსებული კრიზისით მოსკოვი ბედნიერია. 

ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ოფიციალურად დატოვა პოლიტიკური სცენა, კვლავ აკონტროლებს ვითარებას კულისებიდან. მან თავისი ფული რუსეთში იშოვა და რა თქმა უნდა, მას აქვს პრორუსული მიდრეკილება. სწორედ აქ არის ბევრი კითხვის ნიშანი, იმის შესახებ თუ რა ხდება. რა თქმა უნდა, თბილისში განვითარებული პროცესებით მოსკოვი ბედნიერია" - ამბობს ის

წყარო: ამერიკის ხმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი