დღეიდან, 25 თებერვლიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანპსორტის მოძრაობა აღდგა. მუშაობას მათ შორის განაახლებს საქართველოს რკინიგზაც. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო.
გარდა ამისა, დღესვე სამთო კურორტებზე გაიხსნება სასტუმროები, თუმცა საბაგიროები მხოლოდ 8 მარტიდან გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ტალღა 25 თებერვლიდან დაიწყო.