კრიტიკაზე, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვიტყვით - ვოლსკი სანაიაზე თავდასხმის შემდეგ ჟურნალისტებს

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე მომდარ თავდასხმას უკვე მოჰყვა შეფასებების პოლიტიკოსების მხრიდან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აგრესიას მმართველი გუნდი საკუთარი განცხადებებით თავად აღვივებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს საშიში ტენდენციაა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო სახიფათო შეიძლება გახდეს. 

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", დეპუტატმა გია ვოლკსიმ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას 

"ჩვენ კრიტიკას, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვიტყვით, იმიტომ, რომ ისეთივე მოქალაქეები ვართ სრულუფლებიანი ამ ქვეყნის, როგორიც თქვენ ხართ. [...] თავდამსხმელები, აგრესორები, დღესდღეობით ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გარშემო. ვისაც ჩვენს მიმართ აქვს გარკვეული მხარდაჭერა, იმან არათუ არ უნდა გააკეთოს არანაირი თავდასხმა,ან რამიე აგრესიული მოქმედებებით შეურაცხყოს ჩვენი პოლიტიკური პრინციპები და პოზიცია, საუბარშიც კი უნდა იყოს გაცილებით თავშეკავებული", - თქვა გია ვოლსკიმ. 

ვაჟა გიგური, გიორგი სახელაშვილი, სულიკო საყევარაშვილი - ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულების ვინაობა ცნობილია. არსებული ინფორმაციით, ისინი "ქართულ ოცნებსთან" დაახლოებული პირები არიან.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.  მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი