კვლევის თანახმად, Johnson and Johnson-ის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია

გამოქვეყნდა:

BBC-ის ინფორმაციით, სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს კვლევამ აჩვენა, რომ "Johnson & Johnson"-ის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ის რამდენიმე დღეში შესაძლოა Covid-19-ის საწინააღმდეგო მე-3 ვაქცინა გახდეს, რომელიც ნებადართული იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სურსათისა და მედიკამენტების სააგენტო ვარაუდობს, რომ ეს ვაქცინა შესაძლოა Pfizer-ისა და Moderna-ს ეფექტური ალტერნატივა აღმოჩნდეს, ხოლო მისი შენახვა საყინულის ნაცვლად, მაცივარში იქნება შესაძლებელი.

დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და კანადამ შეუკვეთეს Johnson & Johnson"-ის ვაქცინის გარკვეული დოზები, ასევე ვაქცინის 500 მილიონი დოზა შეუკვეთა Covax-ის პლატფორმამ, რომელიც ძირითადად ღარიბ ქვეყნებს ამარაგებს.

ქვეყნები, რომლებმაც "Johnson & Johnson"-ის ვაქცინა შეუკვეთეს :

  • დიდი ბრიტანეთი - 30 მილიონი დოზა;
  • ევროკავშირი - 200 მილიონი დოზა;
  • კანადა - 38 მილიონი დოზა;
  • Covax-ის გაერთიანებები - 500 მილიონი დოზა.
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი