სუს-ის დაგეგმილ სპეცოპერაცია - ასე აფასებს მთავრი არხის გენერალური დირექტორი ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას.
ეს არის ყველა ჩვენთაგანისთვის იმის თქმა რომ აღარ არსებობს ჩვენთვის წითელი ხაზი, ასე დახვდებით ოჯახის თვლწინ გცემთ, შენს ოჯახსაც ვაჯაჯგურებთ, წლინახევრის ბავშვს სტრესში ჩავაგდებთ და უმძიმეს მდგომარეობაში ჩავაგდებთ ყველას.
ეს არ არის უბრალოდ კონფლიქტი, ეს არის სუს-ის დაგეგმილი სპეცოპერაცია და საერთო კონტექსტშია არა მხოლოდ ჩემზე თავდასხმებთან, ეს არის საერთ პოლიტიკური კონტექსტის ნაწილიც - ამბობს ნიკა გვარამია
მომხდარს მედიამენეჯერები ქვეყანაში არსებულ ვითარებას, დაუსჯელობის სინდრომსა და ხელისუფლების მხირდან, ძალადობის წახალისების გამოვლინებად მიიჩნევენ:
რა თქმა უნდა ამის უკან ხელისუფლება, "ქართული ოცნება", დგას. მათი რიტორიკაც ეს არის-ჟურნალისტების დევნა. ესე იცის კრიმინალის წახალისებამ. რამდენიმე თვის უკან მამაჩემზეც იგივე სიტუაცია იყო. არავინ არ დაუკავებიათ, არც გამოუძიებიათ. ეს ყველაფერი არის "ქართული ოცნების" დაგეგმილი, რადგან ისინი ახალისებენ კრიმინალს და მათი რიტორიკაც ზუსტად იდენტურია, რომ ჟურნალისტების დევნა მოხდეს ამ ქვეყანაში" ,- განაცხადა ტელეკომპანია "TV პირველის" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ წერეთელმა.
დღევანდელი ძალიან სამწუხარო ინციდენტი არ არის მარტო ვახო სანაიაზე, ერთ ჟურნალისტზე თავდასხმა, ეს არის გაგრძელება მთლიანი ამ პერიოდის განმავლობაში იმ პოლიტიკის, რომელიც ხორციელდებოდა ხელისუფლების მხრიდან, ძალადობრივ რიტორიკაზე აწყობილი. პოლარიზაციის პოლიტიკაზე მიმართული ეს ქმედებების ჯაჭვი იწვევს ზუსტად იმას, რომ დღეს ვახო სანაიაზე მოხდა ძალადობის ფაქტი. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ არ გაბედონ რამენაირად შეეცადონ ამ ფაქტის ჩაფარცხვას" ,- თქვა "ფორმულას" გენერალურმა დირექტორმა, ზურა გუმბარიძემ.
შეგახსენებთ, ვახო სანაიას მცირეწლოვანი შვილისა და ოჯახის წევრების თვალწინ გვიან ღამით თავს დაესხნენ