უარი პროკურატურის შეთავაზებას - ნიკა მელიას გადაწყვეტილება უცვლელია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე, პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება და უწყების განცხადებას პოლიტიკური მოტივებით განპირობებულს უწოდებს. 

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პოზიცია გირაოს არგადახდასთან დაკავშირებით - პროკურატურის შეთავაზების მიუხედავად - უცვლელია.

"შეშინებული განცხადებაა. პოლიტიკურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში პროკურატურა, როგორც ინსიტუტი, არ არსებობს და ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.

გირაოს გადახდა იყო უსამართლო და ეწინააღმდეგებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლას, რომელშიც არის ნიკა და საქართველოს თითოეული მოქალაქე... მინდა, ყველას შევახსენო, რომ ნიკა მელიამ მიიღო თავის გადაწყვეტილება, რომელიც რჩება იგივე, ის იბრძვის თავისუფლებისთვის. ნიკა არის ძალიან მხნედ, კარგად და შემართებით", - ამბობს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა მზადაა სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი