ღარიბაშვილი: ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, მით უფრო, მედიის წარმომადგენლებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახლადარჩეული პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ოპერატიულად მოქმედებისთვის მადლობას უხდის. 

"მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს", - წერს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.  მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი