"ოცნება" ისევ გირაოს ითხოვს - 11 წუთიანი ბრიფინგი, სადაც არაფერი უთქვამთ 

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება ზეწოლას ვეღარ უძლებს და ნიკა მელიას საქმეში უკან დახევის მზადყოფნას აცხადებს. პროკურორი, რომლის არგუმენტებმაც პარლამენტიც და სასამართლოც დაარწმუნა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში უნდა გაეშვათ, ახლა მზად არის ისევ გირაოთი დაკმაყოფილდეს და მელია გაათავისუფლოს, მაგრამ პროკურატურაში გამართული ხანმოკლე ბრიფინგი საბოლოოდ არაფრისმთქმელი და არაფრისმომცემი გამოდგა და უფრო თავის მართლებას გავდა.

ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის და ხელისუფლების ეს ნაბიჯი იურიდიული ნონსენსია - ასეთი იყო პირველი რეაქცია ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ღიად აცხადებენ, რომ ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას პროკურატურის პირით ესაუბრება, შეშინებულია და მორიგი სამართლებრივ-პოლიტიკური პერფორმანსის მოწყობას ცდილობს. ასეთ ვითარებაში კი ქართული ოცნება საერთაშორისო ზეწოლამ ჩააყენა, რომელიც უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გამწვავდება. 

ავტორი: დეა მამისეიშვილი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი