ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის საელჩო საქართველოში Facebook-ზე ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებას აქვეყნებს.

მათი შეფასებით, ნიკა მელიას დაკავება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობისთვის ძირის გამოთხრის რისკს ქმნის.

"ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას იმოქმედონ თავშეკავებულად, დეესკალაცია გაუწიონ სიტუაციას და მოძებნონ კონსტრუქციული გადაწყვეტა საქართველოსა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას არსებული კრიზისის გადასაჭრელად.

ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ნიკა მელიას, მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დაკავებით. ეს ქმნის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობისთვის ძირის გამოთხრის რისკს.

ჩვენ გვჯერა საქართველოს, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მომავლის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, დააკავშირონ თავიანთი ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან და მიზნად დაისახონ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი