მავთულხლართები დვანში - ევროსასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო

გამოქვეყნდა:

2021 წლის 5 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქარელის რაიონის სოფელ დვანში მავთულხლართების გავლების შედეგად დაზარალებული პირების საქმის განხილვა დაიწყო - ინფორმაციას "საია" ავრცელებს.

საუბარია 2013 წელს, ოკუპანტების მხრიდან, სოფელ დვანში მავთულხლარეთბის გავლებაზე, რის შედეგადაც გამყოფი ხაზი 400-600 მეტრით გადმოწია, 50-მდე ოჯახის კუთვნილი 80-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწები და 3 ოჯახის საცხოვრებელი სახლი ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდა.

მავთულხლართების გავლების შედეგად დაზარალებული 19 ადამიანის სახელით საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი 2014 წლის 11 აპრილს გააგზავნა. წარდგენილ საჩივარში საია დვანის მაცხოვრებელთა მიწაზე და საცხოვრებელ სახლებზე საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების (ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი პუნქტი), მიმოსვლის თავისუფლებისა (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების (ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი) დარღვევაზე დავობს"- ნათქვამია საიას ინფორმაციაში.

ევროსასამართლომ საქმის განხილვის დაწყების შესახებ რუსეთს, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს 2021 წლის 24 თებერვალს შეატყობინა.

რუსეთის ფედერაციას მოუწევს წარადგინოს მისი პოზიცია მათ შორის იმ საკითხებზე, რამდენად ექცევა მომჩივანთა უფლების დარღვევის შემთხვევები რუსეთის იურისდიქციის ქვეშ; ადგილი ჰქონდა თუ არა მომჩივნების საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლებაში ჩარევას და დაირღვა თუ არა მომჩივანთა მიმოსვლის თავისუფლება - აცხადებენ საიაში

ევროსასამართლოს ახალი პრაქტიკით, მხარეებს 2021 წლის 2 ივნისამდე მიეცათ ვადა "მეგობრული მორიგების პირობებზე" შესათანხმებლად. იმ შემთხვევაში კი თუ ამ ვადაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან, რუსეთი დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი