ოპოზიციის აქციის გამო თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღეს, 26 თებერვალს ოპოზიციის მიერ დანიშნულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აქცია-მსვლელობის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში 13:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

"საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.

მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე: 

  •  ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა
  • მიტროფანე ლაღიძის ქუჩა
  • ბესიკის ქუჩა
  • ლესია უკრაინკას ქუჩა
  • ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა
  • 9 აპრილის ქუჩა
  • ანტონ ფურცელაძის ქუჩა
  • არჩილ ჯორჯაძის ქუჩა
  • გია ჭანტურიას ქუჩა
  • რეზო ლაღიძის ქუჩა
  • ვასო აბაშიძის ქუჩა
  • მესხიას ქუჩა

ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით.

შსს-ს განცხადებით, მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აქციის დასრულებისთანავე აღდგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი