მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენთან ვაქცინაციის დაწყება - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, "ქართული ოცნების" დროულმა რეაგირებამ,  ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და მოქალაქეების პასუხისმგებლობამ შესაძლებლობა მისცათ კორონავირუსს გამკლავებოდნენ. მისივე განცხადებით, მთავრობამ ეს როგორც პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს მოახერხა.

"იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები, მოკლე დროში ჩვენ დაგვჭირდა პანდემიის მართვის რეჟიმზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხეთ. მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს", - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საბოლოოდ დავძლიოთ გამოწვევა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი