"მთავარის" გარეშე ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი აქ ყოფნა" - ნიკა მელია ციხიდან

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" მაქვს და მთელი დღეები ვუყურებ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პოლიტპატიმარი ნიკა მელია, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ციხეში ჩაწერილ ინტერვიუში საუბრობს. 

ნიკა გვარამიას შეკითხვას, აქვს თუ არა საკანში ტელევიზორი, მელია პასუხობს: "ორი დღის წინ აუწყეს, პირველი, რაც ჩაირთო, იმ სამარცხვინოპ პროკურორის ბრიფინგი იყო.. მაგრამ, მთავარი, რაზეც გავგიჟდი სიხარულით, ისაა, რომ "მთავარი არხი" მაქვს და მთელი დღეები ვუყურებ. მეგონა და გაგონილი მქონდა, რომ ციხეებში არ აჩვენებდა "მთავარს" და თვალი რომ მოვკარი, ნიკაღამ შევხტი სიხარულით. "მთავარის" გარეშე ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი აქ ყოფნა". 

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, სახალხო დამცველის განცხადებას, რომ  ნიკა მელიას საკანში არ აქვს ტელევიზორისპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნიკა მელიამ ტელევიზორი პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში უნდა შეიძონოს." 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი