"ნიკა მელიამ ტელევიზორი პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში უნდა შეიძონოს" - ასე გამოუხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის განცხადებას, რომ ნიკა მელიას საკანში არ აქვს ტელევიზორი.
"ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ექნება ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში. ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის ნიკანორ მელიას, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ უნდა დაუმზადდეს საბანკო ბარათი, რომლითაც ის შეძლებს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ანგარიშსწორებას. ამისთვის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრის მონაცემებს დადგენილი წესით აწვდის ბანკს, რაც დღეს უკვე გაკეთდა და რამდენიმე დღეში დამზადდება საბანკო ბარათი, ისევე როგორც ციხის გარეთ მყოფი სამოქალაქო პირის შემთხვევაში ხდება. სწორედ ამ პროცედურის გავლა არის საჭირო იმისთვის, რომ ბრალდებულმა შეძლოს ტელევიზორის შეძენა", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ენმ-ის თავმჯდომარე ცოტა ხნის წინ მოინახულა. იხილეთ ამავე თემაზე: