რაც მამშვიდებს ისაა, რომ როცა სანდრო გაიზრდება და ჩემს ამბებს ნახავს, იამაყებს - მელია

გამოქვეყნდა:

ციხეში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ყველაზე მეტად შვილი - სანდრო აკლია.

"სანდრო. რა თქმა უნდა, სანდრო. ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ და რა იცის სანდრომ, მივლინება რა არის? ბოლო დღეები, პარტიაში რომ ვიყავი, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი, ახლა როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ, არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ. რამე, მივლინებაზე უფრო გასაგები.

ერთი, რაც მამშვიდებს, ისაა, რომ, რომ გაიზრდება, იუთუბში ან გუგლში რომ შევა, ნახავს ჩემს ამბებს და იმედი მაქვს იამაყებს, ჩემითაც და ჩემი მეგობრებითაც. ყველა ჩვენთაგანით, ვინც თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და მოვუტანეთ მას თავისუფლება. და რომ მოვუტანთ, ეჭვიც არ მეპარება", - თქვა ნიკა მელიამ. 

შეგახსნებეთ, რომ ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი