ბევრი ვიცინე, მსგავსი სისულელე რამ მოაფიქრათ? - მელია პროკურატურას პასუხობს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პროკურატურის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ მათ განცხადებაზე ბევრი იცინა. მელია კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ "გირაოს გირაოს" გადახდას არ აპირებს.

ციხეში ჩაწერილ პირველ ინტერვიუში, ნიკა გვარამიას კითხვას - ტელევიზორი რომ ჩავრთე, პირველი იმ პროკურორის ბრიფინგი ვნახეო. რა რეაქცია გქონდა და რას უაპასუხებ მის შემოთავაზებას გირაოს გადახდაზე? ის პასუხობს:

"არ დაგიმალავთ, ბევრი ვიცინე. ჯერ თვითონ პროკურორია სასაცილო პერსონაჟი, ჩუმად, გრძლად და გაუგებრად მოლაპარაკე. მერე მისი გამოსვლის შინაარსი სრული ბოდვა და დასაცინი. ნული შანსი, რა გირაო უნდა გადავიხადო, მსგავსი სისულელე რა მოაფიქრათ? ეტყობა ძალიან შეშინებული არიან საერთაშორისო გამოხმაურებებით. შემოაქვთ ჩემთან ყოველდღე და ვკითხულობ. სწორად არიან შეშინებული.

რაც შეეხება გირაოს მესამე პირის მიერ შეტანას, ღიად ვამბობ, ვინც ფსევდო ალტრუისტული მიზეზით, ბიძინას დავალებით შეიტანს გირაოს, ის ივანიშვილზე დიდი მტერი იქნება ჩემი. ღიად ვამბობ და ვაფრთხილებ ყველას", - თქვა ნიკა მელიამ. 

პროკურატურამ 25 თებერვალს განაცხადა, რომ მზად არიან ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი