სატელეფონო ზარის უფლება აქვს, მოთხოვნით ჯერ არ მოუმართავს - პენიტენციური მელიაზე

გამოქვეყნდა:

სპეციალური პენიტენციური სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობას და აცხადებს, რომ ციხეში მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს სატელეფონო ზარის უფლებით სარგებლობა შეუძლია. 

უწყების განცხადებით, მელიას ზარის განხორციელება მხოლოდ 2 დღის მანძილზე არ შეეძლო, რადგან ბარათი უნდა დამზადებულიყო, რომლითაც პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ტელეფონებიდანაა შესაძლებელი.

"სინამდვილეში ბრალდებულს სატელეფონო ზარზე შეზღუდვა არ აქვს. მას ზარის განხორციელება მხოლოდ დაკავებიდან ორი დღის განმავლობაში არ შეეძლო, სანამ დაუმზადდებოდა საბანკო ბარათი, რომლითაც პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ტელეფონებიდან არის დარეკვა შესაძლებელი. ბრალდებულს ბარათი მიმდინარე წლის 25 თებერვალს გადაეცა", - წერია უწყების განცხადებაში. 

პენიტენციურის განცხადებით, ნიკა მელიას უწყებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს სატელეფონო ზარის განხორციელების მოთხოვნით.

შეგახსნებეთ, რომ ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი