დაყაჩაღებული ოპონენტი - ენმ-ს ოფისიდან წაღებული სერვერები

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას საქმის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს სხვა გამოძიებაც - სამართალდამცველებისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე. შსს-ში აცხადებენ, რომ სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში ჩახსნა და წაიღო სერვერები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან.

მაგრამ რა ფორმითაც ეს გააკეთეს, დაყაჩაღებას უფრო ჰგავდა, ვიდრე მასალების ამოღებას - კანონის მიხედვით, ასეთი ქმედებისთვის მოსამართლის განჩინებაა საჭირო, რომელიც უნდა წარედგინათ ოფისის მეპატრონეებისთვის და თუ უარს მიიღებდნენ, შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა იძულებით ამოღებაც.

მაგრამ, კანონით განსაზღვრული ნორმები იქ რომ დიდად არავის აღელვებდა, ისედაც ნათელია. ამასთანავე, როდესაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს იღებ კონკრეტული ფაქტების გამოსაძიებლად, უნდა წაიღო მხოლოდ ამ ფაქტის ამსახველი დღის მასალა და არა ყველაფერი, რაც სერვერებზე ინახებოდა, მათ შორის მთავარი კონკურენტი პარტიის ძალიან სენსიტიური დოკუმენტაციაც; რაც დამატებითი დარღვევაა - ამას ჰქვია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პოლიტიკური ოპონენტის საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად და მის დასასუსტებლად.

ლაშა კვესელაძის რეპორტაჟი "დაყაჩაღებულ ოპონენტზე". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი