
"მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკამ მელიას დაკავებით, საქართველო დემოკრატიის დასამარების გზას დაადგა", - ქართველი ემიგრანტები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ესპანეთიდან, იტალიიდან და შვედეთიდან აპროტესტებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და გაყალბებული არჩევნების შემდეგ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ემიგრანტებმა საგანგებოდ მიმართეს საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებს, რომ ისინი საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნებს შეურთდნენ.
"საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის თავზე ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა საქართველოს თავზე რუსული დროშის აფრიალება. მთავარი ოპოზიციური ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებით საქართველოში დემოკრატია დასამარების გზაზე დადგა. საქართველო არასოდეს არ უნდა გახდეს რუსეთის გუბერნია და დადგეს დემოკრატიის გადაშენების გზაზე. საქართველოში აუცილებლად უნდა გათენდეს სოლიდარობა ნიკა მელიას ქართველი ემიგრანტებისგან", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე
ავე გეტყვით, რომ "არა გასაბჭოებას" - ამ ლოზუნგით ქართველი ემიგრანტების აქცია გერმანიაშიც გაიმართა.