შარლ მიშელის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის - პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი, საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა და აქ არის. მისივე განცხადებით, საქართველო რეგიონში სტაბილურობის და დემოკრატიის კუნძული და ეს უნდა გაგრძლედეს და გამყარდეს.

"დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა და დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა ამ გზაზე არ შეუშალოს ხელი. როგორც არასდროს ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა, და საჭიროა, რომ ის რაც იყო და არის საქართველო, ანუ სტაბილურობის და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ათონელის რეზიდენციაში შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პრეზიდენტებმა ქვეყანაში შექმნილ პოლიკურ ვითარებაზე ვრცლად ისაუბრეს. ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი