
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დაუყონებლივ გადაჭრას ითხოვს. მან ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ ისევე, როგორც გუშინდელი მოლდოვაში და ხვალ უკრაინაში. ეს არის პარტნიორების მესიჯი ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნებისთვის ევროკავშირს უნდა დარჩეს საქართველოს გვერდზე და დავიცვათ თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა. ვიცით, რომ რეგიონის არის ძალიან კომპლექსური. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ იმ ამბიციებს, რომ შედგეს რეფორმები და ეს COVID-19-ის მდგომარეობა ყველას გვიტევს და დავასტაბილუროთ ეს სიტუაცია და მინდა ჩემი აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი. თქვენ როგორც იცით, ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც გამწვავებული კრიზისია ეს ძალიანაშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება", - ამბობს შარლ მიშელი
ამავე თემაზე: